|
2020-02-03 15:58:47, 1357 ნახვა
საზოგადოება
იტალიაში მასერტიფიცირებელი ორგანოს წარმომადგელებთან შეხვედრები გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები სარგავი მასალის სერტიფიცირების ევროპული მოდელის და სანერგე მასალების წარმოების პროცესში ჩართული სტრუქტურების საქმიანობის გაცნობის მიზნით, იტალიის რამდენიმე რეგიონში იმყოფებოდნენ. ჯგუფის წევრები სანერგე მეურნეობების საქმიანობას, ნერგის კატეგორიებისადმი და სადედე ბაღებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს გაეცნენ და სანერგეთა ასოციაციების, მასერტიფიცირებელი ორგანოს, რეგიონალური ფიტოსანიტარული სამსახურის და ბოლონიის უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. სპეციალისტების ვიზიტი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“ ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანიც საქართველოში სანერგე მეურნეობების განვითარება, სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდა და ნერგების სერტიფიცირების საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებაა. საქართველოში სარგავი მასალის სერტიფიცირება 2018 წელს დაიწყო, თავდაპირველად სანერგეების კვალიფიციურობის დადგენა, შემდგომ კი მათი სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცესში ნებაყოფლობითი ჩართვა განხორციელდა. სერტიფიცირების სისტემა ბაზარს ხარისხიანი სანერგე და სათესლე მასალით უზრუნველყოფს, ჩაანაცვლებს იმპორტირებულ მასალას და ხელს შეუწყობს ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაციას და ექსპორტს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში 2024 წელს თესლი და სარგავი მასალა სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)