|
2020-02-02 15:56:22, 1081 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „საქართველოში არ დაფიქსირებულა არც ერთი შემთხვევა კორონავირუსული ინფექციის. არის სამი ადამიანი დაკვირვების ქვეშ ინფექციურ საავადმყოფოში, სამივე გახლავთ საქართველოს მოქალაქე და სამივე გახლავთ ჩინეთიდან ჩამოსული. დღეს ახალგაზრდა ქალს საზღვარზე დაუფიქსირდა 38 გრადუსზე მეტი ტემპერატურა და ამის გამო იქნა ტრანსპორტირებული. ის გამოსული არის ჩინეთიდან 20 იანვარს, შემდეგ ორი კვირის განმავლობაში იყო შვეიცარიაში, ჟენევაში. იმ პერიოდში, როდესაც ის ჩინეთში იმყოფებოდა, აღნიშნულ პროვინციაში კორონავირუსი არ ფიქსირდებოდა. ამიტომ, დღეს მას ჩაუტარდა ყველა ტიპის გამოკვლევა, რაც საავადმყოფოში ტარდება, მისი კლინიკური მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, არ აქვს მას სიმპტომები, რომლითაც შეიძლება ეჭვი იქნას მიტანილი ამ ინფექციაზე. ის და დანარჩენი ორი არ ეტევა იმ განსაზღვრებებში, რომლებიც შეიძლება იყოს სავარაუდო შემთხვევა. სიტუაცია ამ თვალსაზრისით მშვიდია. ერთ-ერთი ვინც დაკვირვების ქვეშ არის, ცხოვრობდა ქალაქ უხანში, რომელიც არის ამ ეპიდაფეთქების ცენტრი, ამიტომაც, თქვენ იცით, რომ წინა შემოსული ორი ადამიანი გამოკვლეული იყვნენ 22 ტიპის სხვადასხვა ვირუსზე და ყველაფერზე აღმოჩნდა უარყოფითი, მათი კლინიკური მდგომარეობა სრულად დამაკმაყოფილებელია, მაგრამ პარასკევს მაინც იქნა გაგზავნილი ევროპის ერთ-ერთ რეფერალურ ცენტრში მათი „დნმ“ და სამშაბათს დღის ბოლოსთვის ველოდებით საბოლოო პასუხს. ხაზს ვუსვამ, რომ ეს მხოლოდ დამშვიდების მიზნით, დიდი ალბათობით, ყველა მონაცემი, რაც მათ აქვთ, არ მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლებელია იყოს კორონავირუსული ინფექცია, თუმცა მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლიტური არაფერი არ გახლავთ“,- განაცხადა გამყრელიძემ.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)