|
2020-01-31 16:17:52, 2668 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა მთავრობის წევრებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2020 წლის გეგმები გააცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მთავრობის წევრებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, 2019 წლის შედეგები გააცნო და 2020 წლის გეგმებზეც ისაუბრა. მინისტრმა, დამსწრე საზოგადოებას, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გეგმებიც გააცნო. მისი თქმით, გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანობის ამაღლებისა და გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულების ხელშეწყობის მიზნით, დეპარტამენტი, მიმდინარე წელსაც მნიშვნელოვან ღონისძიებებს გეგმავს: „კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების ეკიპაჟების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა და სტრუქტურული ოპტიმიზაცია. დაგეგმილია ასევე კონტროლის თანამედროვე ელექტრონული მექანიზმების დანერგვა და სამართალდარღვევათა შემაკავებელი სანქციების დაწესება. სამართალდარღვევათა შემაკავებელი სანქციების დაწესებისა და უკანონო თევზჭერის, ასევე ბრაკონიერობის პრევენციის მიზნით, შესაძლებელია განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმად, სპეციალიზებულ მაღაზიებში უნდა აიკრძალოს ნადირობისა და თევზჭერის აკრძალული საშუალებების გაყიდვა. ცვლილება ხელს შეუწყობს უკანონო თევზჭერისა და წესების დარღვევით ნადირობის აღმოფხვრას და ამგვარ სამართალდარღვევათა ფაქტებს მინიმუმამდე დაიყვანს. ცვლილება იგეგმება საწარმოების კონტროლის მიმართულებითაც - იგეგმება, საწარმოებში თვითმონიტორინგის ელექტრონული სისტემების დანერგვა და ასევე, საწარმოების მხრიდან, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციების მნიშვნელოვნად გაზრდა, რაც ატმოსფერული ჰაერის დაცვის გაუმჯობესების მიზნით, უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)