21:36 - 08 Aug, 2026
|
2020-01-31 16:09:43, 2790 ნახვა
საზოგადოება
ენგურჰესში წყლის დონე 439 მეტრამდე შემცირდა
„დღევანდელი მდგომარეობით, ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონე 439 მეტრს შეადგენს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შპს „ენგურჰესი“ ავრცელებს. შპს „ენგურჰესის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დარჩენილი რესურსისა და მდინარის შემოდინების გათვალისწინებით, ენგურჰესი და ვარდნილჰესი აფხაზეთის მოხმარების სრულ დაფარვას ვერ ახერხებს. „სწორედ ამიტომ, აფხაზურმა მხარემ ელექტროენერგიის შეზუდვა დაიწყო და 4-საათიანი მარაოსებრი გრაფიკი დააწესა. აღსანიშნავია, რომ ენგურჰესის წყალსაცავში წყლის მინიმალური დონე 420 მეტრია. როდესაც წყალი ამ ნიშნულს მიუახლოვდება, ჰესის მუშაობა შეიზღუდება, რაც დღე-ღამეში, შემოდინების შესაბამისად, მხოლოდ რამდენიმესაათიან დატვირთვას გულისხმობს“, - აღნიშნულია შპს „ენგურჰესის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)