02:03 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-31 15:34:19, 2250 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ შუახევის საკრებულოში 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

დღეს, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

სხდომას საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე,საკრებულოს წევრები, მერის მოადგილეები, მერიის სამსახურების, ორგანიზაციების თანამშრომლები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფრიდონ ფუტკარაძემ 2019 წლის გაწეულ საქმიანობის ანგარიშში აქცენტი გააკეთა მოსახლეობისთვის მიცემული პირობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე, ისაუბრა ბიუჯეტის პარამეტრებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანდაცვის პროგრამებზე, კულტურულ, სპორტულ, ახალგაზრულ ღონისძიებებზე , რომელიც 2019 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში განხორციელდა და მანვე, 2020 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და მნიშვნელოვანი პროექტებიც დააანონსა.

ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ტურიზმისა და საგაზო დეპარტამენტებთან ერთად მიმდინარე და დაგეგმილ სხვადასხვა პროექტებზეც და ამ მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო სხდომის მონაწილეებს.

შუახევის მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტისთვის წელსაც კვლავ პრიორიტეტად რჩება მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული ინფრასტრუქტურის განვითარება, სოციალური სფერო და ჯანდაცვა, კულტურა, სპორტი,ახალგაზრდული ღონისძიებები, ტურიზმის განვითარება.

ანგარიშის მოსმენის შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რის შემდეგაც, რეგლამენტის თანახმად, მერის 2019 წლის მუშაობის ანგარიში დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს.

 დღესვე, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ანზორ ცეცხლაძემ 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის მეოთხე კვარტლის შესრულების ანგარიში წარადგინა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics