|
2020-01-31 14:05:23, 2251 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ თანამდებობა დატოვა
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნულ კომპანიაში მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია და მას აქვს ახალი გამოწვევა, ჩაბარდება ახალი სფერო. ამასთან, ეკონომიკის სამინისტრო აეროპორტების გაერთიანების ახალ ხელმძღვანელს დღეს დღის მეორე ნახევარში წარადგენს. „საქართველოს აეროპორტების“ გაერთიანების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ ძალიან კარგი სამუშაო გასწია. დიდ მადლობას მოვახსენებთ ამისთვის, მაგრამ მას ახალი გამოწვევა აქვს ახლა და ახალი სფერო ჩაბარდება. ჩვენ დღეს ახალ ხელმძღვანელს წარვადგენთ დღის მეორე ნახევარში, ასევე ძლიერს, პროფესიონალს. გპირდებით წლევანდელი წელი აეროპორტების გაერთიანებისთვის იქნება ახალი პროექტების წელი”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)