|
2020-01-30 17:52:51, 1665 ნახვა
საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი: ჩინეთის 2 მოქალაქეს ტემპერატურის მატება აღენიშნება - ისინი ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსდებიან
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ წინასწარი მონაცემებით, ბავშვებს, რომლებიც ჩინეთიდან ჩამოვიდნენ საქართველოში, კორონავირუსი არ ექნებათ. მისი ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოს ასევე ერთმა ქართველმა მამაკაცმა მიმართა, რომელსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნება და ის ამჟამად, ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, კორონავირუსის დადგენის საშულება მხოლოდ ჩინეთს, გერმანიასა და ამერიკას აქვს, დანარჩენ ქვეყნებში კი დაავადების დადგენა გამორიცხვის მეთოდით ხდება. „დღეს იყო ორი ასეთი შემთხვევა. ერთი - მოგვმართა 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა, ქართველმა, რომელიც მუშაობს ჩინეთში, ჩამოვიდა ჩინეთიდან აზერბაიჯანის გავლით. მან მოგვმართა ტემპერატურის მომატებით, ის თავის ფეხით მოვიდა და ახლა მოთავსებულია ბოქსირებულ განყოფილებაში, რაც შეეხება ყაზბეგიდან გადმოყვანილ ჩინეთის 9 მოქალაქეს, მოიყვანეს უკვე ახლა, ისინი ასევე აზერბაიჯანის გავლით შემოვიდნენ, რამდენადაც ვიცი, 21 იანვარს გამოფრინდნენ იქიდან. მათგან ორს - ბავშვებს, ტყუპებს, როგორც გვითხრეს, 6 თუ 7 წლის ბავშვებს აღენიშნებათ ტემპერატურის მომატება, შესაბამისად, არსებული რეკომენდაციების მიხედვით ვინაიდან, აღენიშნებათ ტემპერატურის მომატება და არიან ჩინეთიდან, ეს ბაშვები მიჩნეული არიან შესაძლო შემთხვევად კორონავირუსით ინფექციის და ისინი მოთავსებული იქნებიან ბოქსირებულ განყოფილებაში, ჩვენ გავერკვევით. ჩვენ გვაქვს უდიდესი გამოცდილება მსგავსი ინფექციების მართვის და ჩვენ ჩავუტარებთ ყველა სტანდარტისა და პროტოკოლით გათვალისწინებულ გამოკვლევებს. გავერკვევით, ამ ბავშვებს შესაძლოა ჰქონდეთ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია თუ ეს არის ჩვეულებრივი რესპირაციული ინფექცია, რომელიც უამრავია ამ სეზონზე. ამ დაავადების ლაბორატორიულად დადასტურება ვერ მოხდება, რადგან ამისი საშუალება აქვს ჯერჯერობით სამ ქვეყანას - ჩინეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიას. დანარჩენ ქვეყნებში მათ შორის ჩვენთან, დიაგნოზი გახდება ცნობილი არამარტო გამორიცხვის მეთოდით, არამედ რენდგენოგრაფიით, არის თუ არა პნევმონია, ანამნეზია და კლინიკური მდგომარეობით, სუნთქვის გაძნელება ხო არ არის და სხვა მსგავსი სიმპტომებით. აღებული იქნება მასალა სასუნთქი გზებიდან და ლუგარის ცენტრში გადაიგზავნე. თუ ვერც ერთი გამომწვევი დაავადება ვერ გამოვლინდა, მაშინ პაციენტი დარჩება საეჭვოდ, როგორც შესაძლო შემთხვევა და ჩაუტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)