02:04 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-30 17:29:13, 2471 ნახვა

რეგიონი
ქობულეთის ტურისტულად დატვირთულ ზონაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება

ქობულეთში განახლდა ტურისტული ინფრასტრუქტურა, მოეწყო ზღვისპირა სკვერი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა რამდენიმე ქუჩას. მიმდინარეობს 2 კმ სიგრძის მონაკვეთის ზღვისპირა პარკის მოწყობა.

ქობულეთში დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში განხორციელდა თბილისის, მეგობრობის და კოსტავას ქუჩების რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 2019 წელს დაიწყო. შეიცვალა სანიაღვრე სისტემა, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა ტროტუარები, შეიცვალა ბორდიურები. საავტომობილო გზაზე დაიგო ასფალტის საფარი და ფილები. აგრეთვე დასრულდა გელაურის უბნის კეთილმოწყობა, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები პირველად განხორციელდა.

დღესვე მთავრობის თავმჯდომარემ და ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ, ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად სანაპირო ზოლში მიმდინარე ზღვისპირა პარკის და სკვერის სამუშაოები დაათვალიერა. მიმდინარეობს ზღვისპირა პარკის მოწყობა. პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო 850 მეტრიანი მონაკვეთი. დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა სასეირნო ზოლი და სავალი ნაწილი, გაშენდა მწვანე ზოლი, დამონტაჟდა ახალი განათების სისტემა, აშენდა მრავალფუნქციური სპორტული მოედანი, პროექტი ადაპტირებულია იქნება შშმ პირებისათვის.ქობულეთის ტურისტულად დატვირთულ ზონაში განახლდა ინფრასტრუქტურა, მოეწყო ზღვისპირა სკვერი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა რამდენიმე ქუჩას.

მიმდინარეობს 2 კმ სიგრძის მონაკვეთის ზღვისპირა პარკის მოწყობა.  პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო 850 მეტრიანი მონაკვეთი. დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა სასეირნო ზოლი და სავალი ნაწილი, გაშენდა მწვანე ზოლი, დამონტაჟდა ახალი განათების სისტემა, აშენდა მრავალფუნქციური სპორტული მოედანი, პროექტი ადაპტირებულია იქნება შშმ პირებისათვის.

ქობულეთის მუნიციპალტეტში 2019 წელს მოეწყო 4 სკვერი , აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8 სტადიონს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics