22:38 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-30 17:22:46, 1071 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ხერთვისის ქუჩაზე არსებული სკვერი რეაბილიტირდა

ნაძალადევის რაიონში, ხერთვისის ქუჩაზე 1 700 კვ.მ ფართობზე არსებული სკვერი რეაბილიტირდა. კაუჩუკისსაფარიან მოედანზე საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა, მოეწყო განათების ქსელი, დამცავი მოაჯირი, ბორდიური, ფილები და განთავსდა საპარკე ინფრასტრუქტურა.

რეაბილიტირებული სკვერი ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად დაათვალიერა.

„ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეაბილიტირებული სკვერი შეემატა. ლოტკინზე, ხერთვისის ქუჩაზე ეს ტერიტორია ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მცხოვრებლებს კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე აქვთ. ასევე, სკვერის ტერიტორიაზე უახლოეს პერიოდში სავარჯიშო ტრენაჟორები მოეწყობა“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული სკვერის რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 80 488 ლარი დახარჯა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics