|
2020-01-30 10:19:20, 1869 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - საქართველოს ეკონომიკამ დაამტკიცა, რომ ჩვენი ეკონომიკური გამძლეობა მაღალია გარე გამოწვევებისა და შოკების მიმართ
"ბოლო წლებში საქართველომ წარმატებას მიაღწია სხვადასხვა რეფორმებში, რომლებიც მხარს უჭერენ ეკონომიკურ ლიბერალიზაციას, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას, ვაჭრობის ხელშეწყობას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და მიმზიდველი ბიზნეს კლიმატის შექმნას", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დონორთა ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, სამინისტრო ეკონომიკის სხვადასხვა დარგში ცდილობს ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელებას. „ეკონომიკის სხვადასხვა დარგში ვცდილობთ განვახორციელოთ ყოვლისმომცველი რეფორმები, გავაძლიეროთ კონკურენცია გლობალურ ასპარეზზე და როგორც თავის სიტყვაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და კერძო სექტორს ემყარება", - განაცხადა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, საქართველოს მიღწევები კარგად არის ასახული საერთაშორისო რეიტინგებში, თუმცა მთავარი მიღწევა გასული წლის იანვარ-ნოემბერში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპია - 5,3%, რაც მოსალოდნელზე მაღალი მაჩვენებელი აღმოჩნდა. „IMF-ის პროგნოზით, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, ძალზე კონსერვატიული შემფასებელია, საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი, საშუალოდ 4,9%-იანი ზრდის ტემპი მეზობელ ქვეყნებს შორის საშუალოვადიან პერიოდში (2020-2024). ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკამ დაამტკიცა, რომ ჩვენი ეკონომიკური გამძლეობაა მაღალია გარე გამოწვევებისა და შოკების მიმართ. თუმცა, გარე გამოწვევებმა და გარე შოკებმა შესაძლოა, გავლენა იქონიოს ჩვენს ეკონომიკაზე და ჩვენი ვალია, გავზარდოთ ჩვენი ეკონომიკური გამძლეობა შემდგომი ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების საშუალებით. ეს არის ერთადერთი გზა პოტენციური გამოწვევების დასაძლევად და რისკების შესასრულებლად", - აღნიშნა დონორთა ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)