|
2020-01-28 16:23:47, 1428 ნახვა
კომენტარი
სოფო კილაძე: რუსეთმა საქართველოს სასარგებლოდ 10 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, მორიგ შეხვედრაზე საუბარი იყო რუსეთის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, რასაც მისივე ინფორმაციით, სპეციალური რეპორტი მიეძღვნა. „ეს უკავშირდება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საქმეს. ჩვენ გვქონდა ძალიან მწვავე პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად უნდა მოხვდეს რეპორტში საქართველოს საქმე. კერძოდ, ეს არის „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ", რომლის ძირითადი მიმართულებაა გამოდეპორტებული ადამიანების საქმე. სულ მცირე, 1500 ადამიანია დაზარალებული. ეს საქმე საქართველომ მოიგო 2019 წელს. დიდმა პალატამ თქვა, რომ რუსეთმა საქართველოს სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს 10 მლნ ევრო. ეს საქმე აუცილებლად მოხვდება ამ ანგარიშში და ასევე მოხვდება რეზოლუციაში. ვფიქრობ, ყველა ასეთი პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დაზარალებული ქართველების თემა იყოს ყურადღების ცენტრში", - აღნიშნა სოფო კილაძემ. მისი ინფორმაციით, რუსებს ჰქონდათ მწვავე პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. „ბუნებრივია, ისინი ყველანაირად შეეცდებიან, რომ ეს საქმე არ მოხვდეს ანგარიშში, მაგრამ, კონვენციაც და ყველა სამართლებრივი ინსტრუმენტიც ჩვენს მხარესაა. მთავარია, ჩვენ ვიყოთ აქტიურები და მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ აიძულოს რუსეთი, გადაიხადოს დავალიანება, რომელიც აქვს ამ მოქალაქეების მიმართ", - განაცხადა სოფო კილაძემ.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)