|
2020-01-27 19:15:04, 1871 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს
„დღეს თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის ახალი შენობის საზეიმოდ გახსნის ცერემონიალზე განაცხადა. თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სარეაბილიტაციო ცენტრი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხარდაჭერით აშენდა. „ცენტრი აშენდა ჩვენს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან ერთად, მათთან თანამშრომლობითა და დახმარებით. ამ ერთობლივი პროექტის მხარდასაჭერად ამერიკამ 4 500 000 დოლარი გამოყო“, - აღნიშნა მან. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უპრეცედენტო მნიშვნელობის ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიურ-მეცნიერებისა და ინდუსტრიის სინთეზს, რაც ჩვენი დაჭრილი და დაშავებული სამხედროების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, ცენტრში სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალება პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებსაც ექნებათ. სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა საქართველოსა და აშშ-ს თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა: „განსაკუთრებით ვაფასებთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ მიმართულ მნიშვნელოვან ღონისძიებებს, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, ასევე მზარდი საგარეო დაფინანსება რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, ერთობლივი წვრთნების გაზრდილი დინამიკა და სხვა", - განაცხადა ღარიბაშვილმა. მან, ასევე, განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ქართველი სამხედროების წვლილი.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)