00:53 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-27 15:33:50, 1575 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი და მინისტრის მოადგილე, ხატია წილოსანი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ენრიკო ვალვოს შეხვდნენ.

მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა საქართველოში თხილის წარმოების პოტენციალზე და თხილის სექტორის განვითარებაში კომპანიის „Ferrero“ როლზე გაამახვილა ყურადღება.

მხარეებმა საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის მეხილეობის, როგორც ტრადიციული აგრარული დარგის მნიშვნელობაზე და მეწარმეების  ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო საგრანტო პროგრამებზე ისაუბრეს.

როგორც ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, 2020 წელს საქართველო პირველად მიიღებს მონაწილეობას ისეთი მასშტაბის გამოფენაში, როგორიცაა მცენარეთა, ტექნოლოგიების და მომსახურების საერთაშორისო გამოფენა ახალი ხილისა და ბოსტნეულის წარმოების, კონდიცირების, ვაჭრობისა და ტრანსპორტირებისთვის - Macfrut, რაც ჩვენს ფერმერებს შესაძლებლობას მისცემს ქართული პროდუქცია მსოფლიოს გააცნონ.

იტალიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ენრიკო ვალვომ, სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics