00:53 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-27 12:36:47, 1354 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საკრებულოსთან ხმაურია - ოპოზიციის ლიდერებს შენობაში ისევ არ უშვებენ

თბილისის საკრებულოს შენობასთან ისევ ხმაურია.

ადგილზე ოპოზიციის ლიდერები, მათი მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი.

როგორც ისინი აცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის ცემის შემდეგ, მმართველი გუნდის დეპუტატებს ამ შენობაში საქმიანობის გაგრძელების მორალური უფლება არ აქვთ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ.

„როგორც იცით, პარლამენტის წევრს კანონით უფლება აქვს შევიდეს ნებისმიერ საჯარო დაწესებულაბში, მაგრამ ციხე-სიმაგრედ არის ქცეული დღეს საკრებულო. ყველა შესასვლელში გვეუბნებიან, რომ სხვა შესასვლელიდან შეგვიშვებენ, თუმცა არ გვიშვებენ. ივანიშილი ემალება ხალხს, იმიტომ რომ იცის, მისი პოლიტიკური დასასრული გარდაუვალია. მე როგორც პარლამენტის წევრი, ვითხოვთ შევხვდე საკრებულოს თამჯდომარეს და მოვისმინო, რა ღონისძიებების გატარებას აპირებს „ქართული ოცნება“ მოძალადე დეპუტატებთან მიმართებაში“, - განაცხადა „ნაიცონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ სტიკერები წარწერით - „მოძალადე“. სტიკერებზე „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატების ფოტოებია გამოსახული, რომლებიც ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შეგახსენებთ, 24 იანვარს თბილისის საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. „ქართული ოცნების“ დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილს მმართველი გუნდის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics