|
2020-01-25 13:58:22, 2647 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე კონგრესმენების მორიგ წერილზე - „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთოს ახსნა-განმარტებები ან ჩამოშორდეს ხელისუფლებას
„ ეს არის შეფასება ქვეყნის კურსისა, რომელ მდგომარეობამდეც მიიყვანა „ქართულმა ოცნებამ“, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითიც კონგრესმენების მიერ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილებს გამოეხმაურა. ხაზარაძის თქმით, შექმნილი ვითარება საგანგაშოა და „ქართულმა ოცნებამ“ ამაზე ან ახსნა-განმარტებები უნდა გააკეთოს, ან ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს. „კეთილი ინებოს ბიძინა ივანიშვილმა, გამოვიდეს და ახსნას, რატომ მიიყვანა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე, როცა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აფასებს „ოცნების“ მმართველობას და იმ კურსიდან გადახვევას, რისთვისაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენი ხალხი მუხლჩაუხრელად იბრძოდა. ეს არის შეფასება ქვეყნის კურსისა, რომელ მდგომარეობამდეც მიიყვანა „ქართულმა ოცნებამ“. ეს არის საგანგაშო და ჩვენ არ უნდა ვიყოთ წერილების მიმღები. გააკეთონ ახსნა-განმარტება ან ჩამოშორდნენ ხელისუფლებას, რომელსაც ასე უნიათოდ და დამაზიანებლად მართავენ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)