02:05 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-24 11:12:36, 932 ნახვა

საზოგადოება
ქართული ღვინის კულტურის გაცნობის მიზნით, საქართველოს მონაკოელი სომელიეები ეწვივნენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს მონაკოს სომელიეთა ასოციაციის წევრები ეწვივნენ. ჯგუფის შემადგენლობაში მონაკოს საუკეთესო რესტორნების შეფ-სომელიეები არიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მონაკოს ღვინის ბაზარზე.  

ვიზიტის ფარგლებში სომელიეები  ქართულ ღვინოს ქართლსა და კახეთში 10-მდე ღვინის მარანში გაეცნენ. მონაკოელ სტუმრებს თან ახლდა ჟურნალისტების 7-კაციანი ჯგუფი, რომლებიც აღნიშნულ ღვინის ტურზე სპეციალურ მასალას ამზადებენ. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ფარგლებში, 2020 წელს ღვინის პროფესიონალების ვიზიტების მხარდაჭერა გაგრძელდება. „მსგავსი ტურები საუკეთესო შესაძლებლობაა ქართული ღვინის უნიკალურ კულტურას სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალები გაეცნონ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ პრესტიჟულ ბაზარზე დასამკვიდრებლად, როგორიცაა მონაკო, სადაც ძალიან ბევრი ტურისტული აქტიობებია“ - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

ღვინის პროფესიონალების ჯგუფს  საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ენოლოგი,  ქართული ღვინის პრომოუტერი ილია კახოიძე ხელმძღვანელობს, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე მონაკოს სომელიეთა ასოციაციის საპატიო წევრად აირჩიეს. ილია კახოიძე კომპანია „Le Pont Caucasien“-ის ხელმძღვანელია, რომელთანაც ღვინის ეროვნული სააგენტო, საფრანგეთში  ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, 2015 წლიდან თანამშრომლობს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics