|
2020-01-22 15:16:26, 1194 ნახვა
საზოგადოება
„ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ხვალიდან ეტაპობრივად 8 მარშრუტზე განაწილდებიან
„ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ხვალიდან მგზავრებს დამატებით 4 მარშრუტზე მოემსახურება. კერძოდ: N17 - გადასასვლელი ხიდი - მუხიანის მე-4 მიკრო რაიონი; N27 - სადგურის მოედანი - ვაშლიჯვრის დასახლება; „ღრმაღელე“; N62 - სადგურის მოედანი - ზღვის უბნის დასახლება; N73 - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - გლდანულა; 27 იანვრიდან კი, ახალი ავტობუსები შემდეგ 4 სამარშრუტო ხაზზე გავლენ: N40 - ვარკეთილის მეურნეობა - ისანი; N45 - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - სოფელი გლდანი; N60 - გადასასვლელი ხიდი - მეტროსადგური „ღრმაღელე“; N99 - მეტროსადგური „დელისი“ - ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონი. ავტობუსების ახალი 40 შემადგენლობა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას 21 იანვარს წარუდგინა. მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს 220 ერთეული ISUZU-სა და 90 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა. მუნიციპალური ავტოპარკის განახლება წელსაც აქტიურად გაგრძელდება და სრულად ჩანაცვლდება ბოგდანის მარკის ძველი ავტობუსები.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)