|
2020-01-22 15:08:33, 1293 ნახვა
საზოგადოება
საია - სახელმწიფო ინსპექტორმა იუსტიციის მინისტრის მიერ გავრცელებულ ვიდეოეზე დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მოკვლევა
„სახელმწიფო ინსპექტორმა იუსტიციის მინისტრის მიერ გავრცელებულ ვიდეოეზე დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მოკლვლევა“, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. საია-ს ცნობით, ფაქტების შესწავლა და მათზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ვიდეოჩანაწერების საჯაროდ ჩვენება საფრთხეს უქმნის სახალხო დამცველის მანდატის სანდოობას და მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებას. ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტი ჩადენილია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ და გავრცელებული კადრების გადაცემა მოხდა საჯაროდ. „2020 წლის 21 იანვარს საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საჯაროდ აჩვენა პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის საკანში გადაღებული ვიდეოკამერის ჩანაწერი, რომელიც შემდგომ დაიდო სპეციალური პენიტენციური სამსახურის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზეც. გავრცელებული ვიდეოჩანაწერიდან ირკვევა ისიც, რომ ჩაწერა განხორციელდა 2019 წლის 19 აპრილს, ხოლო მისი გავრცელება მოხდა 2020 წლის 21 იანვარს. აღსანიშნავია, რომ კომიტეტის სხდომის ტრანსლირება ხდებოდა პარლამენტის ვებ-გვერდის, მედიისა და სოციალური მედიის საშუალებებით. გარდა ამისა, მინისტრმა საჯაროდ აჩვენა სამი ვიდეოჩანაწერი, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ ესხმიან თავს მსჯავრდებულები პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს სამსახურის თანამშრომლებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენელის სახეები, ხოლო ერთ-ერთ ჩანაწერთან დაკავშირებით, მინისტრი ასახელებს სახელს ასახელებს სახალხო დამცველის წარმომადგენლის სახელსაც. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ მართალია, მოცემულ ვიდეოჩანაწერებში დაფარულია, მსჯავრდებულთა სახეები, თუმცა ეს არ გამორიცხავს დაწესებულებაში მოთავსებულ პირთა იდენტიფიცირებას სხვა გზებით. აღნიშნულთან დაკავშირებით, იხილეთ აგრეთვე, საიას განცხადებაც. აღნიშნული ფაქტების შესწავლა და მათზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ვიდეოჩანაწერების საჯაროდ ჩვენება საფრთხეს უქმნის სახალხო დამცველის მანდატის სანდოობას და მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებას. აღსანიშნავია ისიც, რომ სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტი ჩადენილია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ და გავრცელებული კადრების გადაცემა მოხდა საჯაროდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით აუცილებელია სახელმწიფო ინსპექტორმა დაიწყოს მოკვლევა, რის გამოც, მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობა და განცხადებაში მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება“, - ნათქვამია განცხადებაში.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)