|
2020-01-22 13:55:55, 1345 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - ე.წ. ჩინური ვირუსის გავრცელების საფრთხე საქართველოში ნაკლებია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში ე.წ. ჩინური ვირუსის გავრცელების საფრთხე ნაკლებია. ამის შესახებ მან კორონავირუსთან დაკავშირებით გამ,ართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს უკვე ჩამოყალიბებული აქვს შიდა სამუშაო გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში ვირუსის თავიდან ასაცილებლად. „ვუჰანში წამსვლელები მოერიდეთ ავადმყოფ ადამიანებთნ კონტაქტს. ხაზს ვუსვამ, რეკომენდაციები ეხება მათ, ვინც მიდის ქალაქ ვუჰანში, რომელიც არის დედაქალაქი იმ პროვინციის სადაც კორონავირუსის შემთხვევები დაიწყო და ეს რეკომენდაციები არ არის ყველა ჩინეთში წამსვლელისთვის. ეს არის რეკომენდაცია მხოლოდ ვუჰანში წამსვლელებისთვის, ეს არის იმ პროვინციის დედაქალაქი, საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა. ასევე მოერიდეთ ცხოველებთან კონტაქტს, ცხოველების ბაზრებს და ფერმებს, ცხოველურ პროდუქტებს და თერმულად არასაკმარისად დამუშავებულ ხორცს. ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ხოლო მასზე ხელმისაწვდომობის არ ქონის შემთხვევაში, გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სითხეები. ხანში შესულმა და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე მოგზაურებმა, ვუჰანში გამგზავრებით შესაძლოა უფრო მეტი რისკი შეუქმნან თავიანთ ჯანმრთელობას. ჩვენ უკვე ჩამოყალიბებული გვაქ შიდა სამუშაო გეგმა, თუ რა უნდა გააკეთოდ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ქვეყანაში. ხვალ 10 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროში დანიშნულია თათბირი მინისტრთან, სადაც წარვსდგებით ჩვენი წინადადებებით და შესაბამისად, სამინისტროს სტრუქტურებთან ერთად, იქნება კოორდინირებული მუშაობა და პასუხი “, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეგახსენებთ, რომ ჩინეთში ახალი კორონავირუსი, მწვავე რესპირატორული სინდრომის მსგავსი იდუმალი დაავადება გავრცელდა. ვირუსი ცოტა ხნის წინ პირველად ქალაქ ვუჰანში გამოჩნდა და შემთხვევები უკვე დაფიქსირდა აზიის სამ სხვა ქვეყანაშიც.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)