03:06 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-22 12:07:49, 1160 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში კიდევ 230 ბავშვს დააფინანსებს

თბილისის მერია „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამას“ აფართოებს და მასში დამატებით 230 ბენეფიციარს რთავს.

მოლოდინის რეჟიმში მყოფი 230 ბავშვი პროგრამაში ეტაპობრივად წლის ბოლომდე ჩაერთვება.

„გასულ წელს დაფინანსება 1000 ბავშვისთვის იყო გამოყოფილი, წელს მათი რიცხვი 1230-მდე გაიზრდება. შარშან ჩვენ გავზარდეთ პროგრამით მოსარგებლეთა ასაკის ზედა ზღვარი 15-დან 18 წლამდე და ამან მნიშვნელოვანი შეღავათი მისცა ოჯახებს. პროგრამის ფარგლებში ყოველთვიურად ერთი ბავშვის დასაფინანსებლად გამოყოფილია 400 ლარი. პროგრამით მოსარგებლეები ასაკობრივ ჯგუფებად არიან დაყოფილი და მათ თვის განმავლობაში კომპლექსური თერაპიის 20 სეანსი უტარდებათ. სეანსები მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის – ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ნევროლოგის, ქცევითი თერაპევტის, ლოგოპედის, სპეციალური პედაგოგისა და სხვა სპეციალისტების მომსახურებას. ვფიქრობ ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა მიღებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics