|
2020-01-21 13:28:16, 1605 ნახვა
პოლიტიკა
ლომჯარია წულუკიანს - მინისტრის გასარჩევი არ არის, სახალხო დამცველი რას და როდის გააკეთებს
„მინისტრის გადასაწყვეტი ან გასარჩევი არ არის სახალხო დამცველი რას, როდის აკეთებს“, - ასე მიმართა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრ, თეა წულუკიანს. როგორც ლომჯარიამ განაცხადა, მან წულუკიანზე უკეთ იცის როდის უნდა შევიდეს უშუალოდ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და როდის არა. „სახალხო დამცველი სად შევა, ვის შეხვდება, როდის არ შევა, ეს არის სახალხო დამცველის გადაწყვეტილება. მე მივესალმები იმას, რომ ასეთი მაღალი ინტერესი გაქვთ ჩემი საქმიანობის მიმართ, თუმცა, ქალბატონო თეა, გეტყვით, რომ ციხეებთან უშუალო ურთიერთობის მინიმუმ 10 - წლიანი გამოცდილება აქვს პრევენციის ეროვნულ მექანიზმს, სახალხო დამცველს დაახლოებით 20 - წლიანი და ჩვენ უფრო კარგად ვიცით, თქვენზე უკეთ ვიცით, როდის უნდა შევიდეს უშუალოდ სახალხო დამცველი, რა შემთხვევაში არ უნდა შევიდეს. ამას აქვს თავისი მიზნები, ახსნა, თუ სურვილი გექნებათ შეგვიძლია არასაჯარო ფორმატში მოგახსენოთ, რას ეფუძნება ჩვენი მეთოდოლოგია. ნებისმიერ შემთვხევაში ეს მინისტრის გადასაწყვეტი არ არის, ან მისი გასარჩევი, სახალხო დამცველი რას, როდის აკეთებს, მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს კომპეტენტური დასკვნები,“- განაცხადა ლომჯარიამ.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)