|
2020-01-20 16:47:31, 1251 ნახვა
საზოგადოება
სანერგე მეურნეობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემისა და პროცედურების დახვეწის, ასევე ამ მიმართულებთ ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის უზრუნველყოფისთვის, სანერგე მეურნეობების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. „სერტიფიცირების გარეშე წარმოუდგენელია ხარისხიანი ნერგის, შემდგომ კი, მაღალი ხარისხის პროდუქტის წარმოება. დღეისათვის, მარცვლეულ კულტურებში სერტიფიცირების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მრავალწლოვან კულტურებში კი, ამ ეტაპზე, პროცესი ნებაყოფლობითია. 2024 წლიდან, ქვეყანა მთლიანად უნდა გადავიდეს სერტიფიცირებული ნერგის წარმოებაზე, რის შედეგად, ადგილობრივი წარმოების ნერგი, ეტაპობრივად, ჩაანაცვლებს იმპორტირებულს“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ. შეხვედრის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტებმა, სანერგეების წარმომადგენლებს ევროპის ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს. სანერგე მეურნეობების წარმომადგენლებმა აღნიშნულ სექტორში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს და ევროპელ ექსპერტებს საკუთარი მოსაზრებები და მოთხოვნები გააცნეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2024 წლამდე სავალდებულო სერტიფიცირებაზე გადასვლის პროცესში, სანერგე მეურნეობებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია პროექტის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“ ფარგლებში დაეხმარებიან. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზაზე, პროექტის ფარგლებში მოეწყობა „სკრინჰაუსები“, შეიქმნება ვაზისა და ხეხილის მაღალი კატეგორიის (საბაზისო) სადედე ნარგაობები, საიდანაც სადედე მასლა სანერგე მეურნეობებში გავრცელდება. აღსანიშნავია, რომ სარგავი მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი 2018 წელს დაიწყო და მას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ახორციელებს. სარგავი მასალების სერტიფიცირების პროცესს არეგულირებს კანონი, რომლის მიზანიც თესლისა და სარავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და ბაზარზე ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის განთავსების უზრუნველყოფაა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)