|
2020-01-20 14:34:30, 1457 ნახვა
პოლიტიკა
ელიზაბედ რუდი: შეშფოთებული ვართ იმის გამო, რაც ხდება ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან
„ჩვენ კვლავ შეშფოთებული ვართ განვითარებული მოვლენებით ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან, განსაკუთრებით კი ბოლო 1 თვის განმავლობაში, მათ შორის ჩორჩანასთან“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა ჟურნალისტებს განუცხადა. რუდის თქმით, აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად ყველა საჭირო მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული. „ჩვენ კვლავ შეშფოთებული ვართ განვითარებული მოვლენებით, რაც ხდება ადამინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან, განსაკუთრებით კი ბოლო 1 თვის განმავლობაში, მათ შორის ჩორჩანასთან, როდესაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გადმოწიეს ხაზი თბილისის მიერ ადმინისტრირებად ტერიტორიაზე. ვფიქრობთ, რომ გამოყენებული უნდა იყოს ყველა მექანიზმი, მათ შორის ინციდენტებზე რეაგირებისა და პრევენციის მექანიზმი, ჟენევის ფორმატი, რათა ეს საკითხი იქნას მოგვარებული“, - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)