|
2020-01-18 11:49:38, 2040 ნახვა
საზოგადოება
მარნეულში, დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება
მარნეულში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება. 31 სახლი იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც მრავალი წელია მარნეულის მუნიციპალიტეტში ნგრევად ობიექტში ცხოვრობენ. სამშენებლო სამუშაოები გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. საგრანტო პროგრამა, დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს. გარდა მარნეულისა, მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 200-ზე მეტი სახლი აშენდება, აღნიშნულ ოჯახებს შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გრანტებიც გადაეცემათ. პროექტის ფარგლებში, მცხეთის, გორის, ფოთისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში არსებულ დევნილთა დასახლებებში 10 მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე განხორციელდა. ამჟამად მიმდინარეობს 2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ხონსა და სენაკში. 2020 წელს, ასევე დაგეგმილია 10 სათემო პროექტის განხორციელება და 8 ახალი საბავშვო ბაღის აშენება. დასავლეთ საქართველოში პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით საგანმანათლებლო ცენტრები აშენდება. 260-მდე ახალგაზრდა დევნილი პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს გაივლის. დევნილებისთვის სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, მცირე და საშუალო საწარმოებზე 136 გრანტი გაიცემა. მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა კლაუს ფაიგელმა, ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტომ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს. გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს - „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს. საგრანტო პროგრამა, 2019 წლის თებერვალში დაიწყო და 30 თვის განმავლობაში გრძელდება.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)