|
2020-01-16 16:42:59, 2198 ნახვა
საზოგადოება
მეცხოველეობის და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე FAO-სთან თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ევროპისა და აზიის ცხოველთა ჯანმრთელობისა და მეცხოველეობის განყოფილების ხელმძღვანელს, ერან რაისმანს შეხვდა. შეხვედრაზე მეცხოველეობისა და ცხოველთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიმართულებით მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გიორგი ხანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა და მათი როლი როგორც მხარდამჭერ პროექტებში, ასევე ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საკითხებში. „ქვეყანაში მეცხოველეობის დარგის განვითარება ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორების, დონორი ორგანიზაციების ჩართულობა. მათი მხარდაჭერით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით პროექტების განხორციელების და ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მიმართულებით, რაც ხელს უწყობს მიკვლევადობას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას. დარგის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვას მიზნით, სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან“, - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ. FAO-ს ევროპისა და აზიის ცხოველთა ჯანმრთელობისა და მეცხოველეობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ერან რაისმანმა საქართველოში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის და ზოგადად, მეცხოველეობის დარგში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით არსებული პროგრესი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგია. სამინისტროში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, ზურაბ ჩეკურაშვილი, სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე, FAO-ს პროექტების მენეჯერი დრაგან ანგელოვსკი და ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ეროვნული სისტემის (NAITS) ხელმძღვანელი მიხეილ სოხაძე ესწრებოდნენ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)