18:32 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-27 20:06:10, 411 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: მუხრანში უძველესი ძეგლები აღდგება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, I-II საუკუნეების ნაქალაქევი სოფელ ძალისში, ნიკო ბურის სასახლე და მუხრანის კარის ეკლესია, ინვესტორებისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით აღდგება.

ღარიბაშვილი ახალ საინვესტიციო პროექტებს და მუხრანის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პოტენციალს გაეცნო.

საინვესტიციო პროექტებზე „შატო მუხრანის“ დამფუძნებელი ფრედერიკ პოულსენი მუშაობს, რომელმაც მთავრობის მეთაურს მუხრანისა და მისი შემოგარენის ტურისტული პოტენციალის განვითარების შესახებ საინვესტიციო პრეზენტაცია წარუდგინა.

ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ისტორიული ძეგლების რეკონსტრუქცია-რესტავრაციის შემდეგ მუხრანი ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველ ადგილად გარდაიქმნება.

პრემიერ-მინისტრთან ერთად დღეს მუხრანში ბიზნესომბუდსმენი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია იმყოფებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics