|
2020-01-13 17:59:11, 1463 ნახვა
საზოგადოება
მელორ ვაჩნაძე საფრანგეთში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს
საფრანგეთში, ქალაქ მონპელიეში საქართველოში პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მელორ ვაჩნაძე დააკავეს.ის უკვე 6 თვეა პატიმრობაშია. ვაჩნაძემ რამდენიმე დღის წინ საპატიმროდან ვიდეო გაავრცელა, სადაც ყვება მომხდარის შესახებ. მისი თქმით, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით დააკავეს, თუმცა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და საფრანგეთს პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, მელორ ვაჩნაძეს არაბი მამაკაცის მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად. ამავე საქმეზე კიდევ ერთი დაკავებულია, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით იმ დროს დააკავეს, როდესაც საფრანგეთიდან პოლონეთში მიდიოდა. "ბრალდება არის მკვლელობის მცდელობა. საქმე ეხება ქალაქ მონპელიეში, ჩემი სახლის მახლობლად მდებარე მაღაზიაში მომხდარ ფაქტს, სადაც მოხდა სროლა. ამბობენ, ქართველები იყვნენო. ამ შემთხვევიდან სამი თვის შემდეგ დამაკავეს. თვითმხილველი ამბობს, რომ მსროლელის სიმაღლე 170 სმ იყო, მე კი 2 მეტრი ვარ და არ ემთხვევა არაფერი. მაღაზიაში დამონტაჟებულია ვიდეოთვალი და შეუძლიათ გახსნან. მოსამართლე მეუბნება, რომ ვინაიდან მე ვიყავი აქტიური და საფრანგეთში ჩავატარე აქციები, შესაძლოა ხალხს დავეხმარო მიმალვაში და ამ გაუგებარი მოტივით ვიხდი სასჯელს. მე არ ვარ მსროლელი, საფრანგეთს ვთხოვ გაასაჯაროვოს მტკიცებულებები და თუ დამნაშავე ვარ გამასამართლონ, თუ არ ვარ გამათავისუფლონ. ერთი წლის მანძილზე ვცხოვრობდი საფრანგეთში, დანაშაული არ ჩამიდენია. ვიყავი პოლიტიკურად აქტიური, ვეხმარებოდი ემიგრანტებს და სწორედ ეს არ აწყობდათ. ამიტომ საფრანგეთის მთავრობას ვადანაშაულებ დევნაში“ - ამბობს მელორ ვაჩნაძე ვიდეომიმართვაში და დახმარებას სთხოვს, როგორც ქართულ არასამთავრობოებს, ასევე საზოგადოებას. აღსანიშნავია რომ, მელორ ვაჩნაძე 2019 წლის დასაწყისში გერმანიაში ყოფნის დროსაც დააკავეს. მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, ის მაღაზიაში მოპარული ფეხსაცმლის გამო დააკავეს, რაც ვაჩნაძემ უარყო და განაცხადა, რომ მისი დაკავება პასპორტის არქონას უკავშირდებოდა და იზოლატორში სამი დღე გაატარა. AMBEBI.GE მელორ ვაჩნაძის დაკავების შესახებ ინფორმაციის გადასამოწმებლად საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა: "საფრანგეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქის, მელორ ვაჩნაძის საქმესთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური კავშირზეა ბატონ ვაჩნაძესთან და მას სთავაზობს დახმარებას. მელორ ვაჩნაძემ თანხმობა განაცხადა საკონსულო მომსახურების მიღებაზე. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდგომ, საკონსულო სამსახური კომპეტენციის ფარგლებში, დაიცავს მელორ ვაჩნაძის უფლებებს" - განუცხადეს AMBEBI.GE-ს უწყებაში.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)