|
2020-01-13 15:24:07, 1885 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: უზენაესის სხვა მოსამართლეებს შემდეგი მოწვევის პარლამენტი აირჩევს
„უზენაესი სასამართლოს სხვა მოსამართლეებს შემდეგი მოწვევის პარლამენტი აირჩევს“,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, უმრავლესობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, რომლის თანახმადაც ერთი მოწვევის პარლამენტი არ დააკომპლექტებს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს. „ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ გავითვალისწინებდით ვენეციის კომისიის რეკომენდაციას იმის თაობაზე, რომ ერთი მოწვევის პარლამენტი არ დააკომპლექტებდა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს. მოგეხსენებათ, ამ მოწვევის პარლამენტმა 28 -დან 14 მოსამართლე აირჩია. შესაბამისად, ჩვენ ვრჩებით ამ განცხადებაზე. შემდეგი მოწვევის პარლამენტი აირჩევს უკვე სხვა მოსამართლეებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ახალი 6-კაციანი სია წარუდგინა, რომლის თანახმადაც კანდიდატები გენადი მაკარიძე; ილონა თოდუა; გიორგი ტყავაძე; თეა ძიმისტარაშვილი; ნინო სანდოძე და პაატა სილაგაძე არიან.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)