09:43 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-13 10:25:58, 1225 ნახვა

პოლიტიკა
რუსული მედიის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი რაულ ხაჯიბმა თანამდებობას ტოვებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა ბრძანებას თანამდებობის ნებაყოფლობით დატოვების შესახებ. ინფორმაციას რუსული სააგენტო „სპუტნიკი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია მომიტინგეებს ყოფილმა დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ მიაწოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეკრებილ დემონსტრანტებს შამბამ განცხადება წაუკითხა, რასაც დემონსტრანტები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

ცნობისთვის, აფხაზეთის დე-ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, მომავალი არჩევნების თარიღი დაასახელა. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 2020 წლის 22 მარტს ჩატარდება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics