01:07 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-13 10:12:23, 1674 ნახვა

სამართალი
დღეს, საქალაქო სასამართლოში 31 დეკემბერს პარლამენტის შენობასთან დაკავებულების სასამართლო სხდომა გაიმართება

დღეს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 31 დეკემბერს პარლამენტის შენობასთან დაკავებულთა სასამართლო სხდომა გაიმართება.

ზუკა ბერძენიშვილი, ბექა კოკაია, გიორგი მუმლაძე, ლაშა ბურდული და ზურაბ მჟავანაძე პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც მათ პარლამენტის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და თორნიკე მამალაძის მიერ განთავსებული კარვების აღება გააპროტესტეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა (ასკ-ის 166-ე მუხლი) და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (ასკ-ის 173-ე მუხლი) ედავება.

საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ივანე აღნიაშვილი განიხილავს. პირველ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და მტკიცებულებათა მოპოვებისა და მათი სასამართლოსთვის წრდგენის მიზნით საქმის განხილვა სხვა დროისათვის გადადო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics