|
2020-01-12 13:27:54, 1473 ნახვა
საზოგადოება
ბასიანთან დაჭრილ ორ პაციენტს ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ
კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილი სამი პირიდან ორი სტაციონალურ მკურნალობას აგრძელებს, ერთის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია და კლინიკიდან მალე გაწერენ. როგორც ალადაშვილის კლინიკის რეანიმატოლოგმა, სულხან სამხარაძემ განაცხადა, ორ პაციენტს, რომლებსაც ჭრილობები ქვედა კიდურებზე აღენიშნებათ, ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. „სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა სამი პაციენტი, ერთი ახალგაზრდა ქალბატონი და ორი მამაკაცი. მათ აღენიშნებოდათ ცეცხლსასროლი ჭრილობები კიდურებზე, სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. ორი მათგანი აგრძელებს ამჟამად სტაციონალურ მკურნალობას, ერთის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას. საშუალო სიმძიმის მდგომარეობებია. ორ მამაკაცს ქვედა კიდურებში აქვს დაზიანება, ერთი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრილია ზურგის მიდამოში. ახალგაზრდა მამაკაცს შინაგანი ორგანოები დაზიანებული არ აქვს და კლინიკას რამდენიმე საათში დატოვებს. ქირურგიული ჩარევა დასჭირდა ორ პაციენტს, რომელსაც ჰქონდა კიდურებზე ჭროლობები. ჯერჯერობით გართულებებს არ ველოდებით“ ,- განაცხადა "პირველ არხს" სულხან სამხარაძემ. თბილისში, კლუბ ბასიანთან სროლის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი, 1980 წელს დაბადებული ბ.ჩ. დააკავა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 12 იანვარს, კლუბ ბასიანის შესასვლელთან ცეცხლასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც ჭრილობები მიაყენა 3 პირს - 1993 წელს დაბადებულ თ.ა.-ს, 1987 წელს დაბადებულ ბ.ჭ.-ს და 1995 წელს დაბადებულ დ.ც.-ს. და ადგილიდან მიიმალა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)