|
2020-01-11 14:08:03, 5097 ნახვა
სამხედრო
წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს [ვიდეო]
საქართველოს თავდაცვის ძალებს 62 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. წვევამდელებმა სამხედრო ფიცი თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში დადეს. ჯარისკაცებს ფიცის დადება და საქართველოს თავდაცვის ძალებში გაწევრიანება თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ მიულოცა და თავდაცვის მინისტრის ხედვა კიდევ ერთხელ გააცნო, რაც ჯარისთვის პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს. ეროვნული გვარდიის უფროსმა სამხედროებს სამშობლოს წინაშე ღირსეული სამსახური და წარმატება უსურვა. ფიცის დადების საზეიმო ღონისძიების შემდეგ, საწყისი საბრძოლო მომზადების ფარგლებში გამოვლენილ, წარჩინებულ სამხედრო მოსამსახურეებს მადლობის სიგელები გადაეცათ. ფიცის დადებამდე რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ათ კვირიანი კურსი გაიარეს. საბრძოლო მომზადების განმავლობაში მათ ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და სადისციპლინო და საყარაულო წესდებები შეისწავლეს. დღეიდან ჯარისკაცები თელავში, მე-20 კადრირებულ ბრიგადაში 9 თვის განმავლობაში იმსახურებენ. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ. საზეიმო ცერემონიალის დასრულების შემდეგ, მოულოდნელად რიგითმა გიგა რამაზიშვილმა ხელი სთხოვა მის რჩეულს სოფო ბაკურაძეს. შეყვარებულებმა მეგობრებისგან და ახლობლებისგან მილოცვები მიიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)