|
2020-01-10 17:13:11, 2847 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ეუთო/ოდირის დასკვნა შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობებს, რაც უხერხულია
„ეუთო ოდირის დასკვნა შეიცავს პოზიტიურ ნაწილსაც“, - ასე გამოეხმაურა საპარლმენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებადა ოფისის დასკვნას. მდინარაძის თქმით, დასკვნაში არის კრიტიკული ნაწილიც, თუმცა ეს ნაწილი ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს. „ეს დასკვნა შეიცავს პოზიტიურ ნაწილსაც, კანონმდებლობასთან დაკავშირებით, თვითონ რეფორმასთან დაკავშირებით. კანონმდებლობა არის ისეთი დახვეწილი, მისი ანალოგი, გამჭირვალობის და ღიაობის თვალსაზრისით მსოფლიოში არ არის. მაგრამ რა თქმა უნდა, არის კრიტიკული ნაწილი, თუმცა იქ არის ისეთი ფაქტობრივი უზუსტობები, რაც ნამდვილად უხერხულია და ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციებისგან ამას ჩვენ მიჩვეულები არ ვართ. ისეთ ფაქტობრივ უზუსტობებზეა საუბარი, მაგალითად, როდესაც შშმ პირს ჰქონდა საშუალება, რომ მიეღო მონაწილეობა ამ მოსმენებში და დასკვნაში არ ჩანს, რომ მათ სცოდნოდათ ის, რომ რატი იონათამიშვილი პარლამენტის წევრია. ასევე, დასკვნაში საუბარია, რომ ფრაქციების წევრებს შეეძლოთ დაეთმოთ დრო, თუმცა ეს იყო მხოლოდ შიდაპარტიული დათმობა და სხვა პარტიის წევრებს ეს არ შეეძლოთ. ესეც კი, გახდა კრიტიკის საფუძველი. ანუ არის საკითხები, რომელიც კონტექსტიდან არის ამოვარდნილი, ფაქტობრივი უზუსტობებიც არის და ამაზე დაყრდნობით კრიტიკა, რამდენად რეალურია, თავადაც ხვდებით“, – განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)