06:07 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-09 16:32:26, 2274 ნახვა

საზოგადოება
ცოტნე გამსახურდიას მეუღლე - მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

„ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ჯერ კიდევ თურქეთის კლინიკაში, დაცვითი ნარკოზის ქვეშ იმყოფება.

„ცოტნეს მდგომარეობა არის ძველებური. დიდი სიახლე არ მაქვს ჩამოტანილი. ვნახე ცოტნე, არის ისევ დაცვითი ნარკოზის ქვეშ და ექიმების რეკომენდაციით, კიდევ ალბათ ერთი-ორი კვირა არ მოხდება ცოტნეს გაღვიძება. თვლიან, რომ ასეა საჭირო. ასევე დამიდასტურეს, რომ ცოტნეს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მდგომარეობა არის სტაბილური, არის ძალიან კარგ საავადმყოფოში, კარგი კლინიკაა ძალიან და არ აკლია მოვლა და ყურადღება“, - განაცხადა ანა ჯაბაურმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, ვერაზე დაჭრეს. მას თავდაპირველად, მკურნალობა ხეჩინაშვილის კლინიკაში ჩაუტარდა, შემდეგ კი საზღვარგარეთ გადაიყვანეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ 4 პირი დააკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics