18:33 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-27 12:20:10, 559 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი „ოქროს საწმისის ორდენით“ დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტს პატრიკ ჯოზეფ ჰიკს შეხვდა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში მიმდინარე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი 2015"-ის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გიორგი მარგველაშვილმა პატრიკ ჯოზეფ ჰიკს მადლობა გადაუხადა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ქ. თბილისში ჩატარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 

ქვეყნის პირველმა პირმა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარების, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საერთაშორისო ოლიმპიურ ოჯახში ინტეგრირებისა და 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ქ. თბილისში ჩატარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, „ოქროს საწმისის ორდენით“ დააჯილდოვა. 

დაჯილდოების ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და „თბილისი-2015“-ს საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics