06:07 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-08 16:12:30, 1864 ნახვა

საზოგადოება
თორნიკე მამალაძე: საზოგადოებას მიეწოდება მტკიცებულება საპატრიარქოში არსებული მამათმავლური ცოდვების შესახებ

„საზოგადოებას მიეწოდება მტკიცებულება საპატრიარქოში არსებული მამათმავლური ცოდვების შესახებ“,- ამის შესახებ ე.წ. „ციანიდის“ საქმეზე დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დეკანოზთან შესულია სახალხო დამცველი და მისი გამოსვლის შემდეგ გაირკვევა დეკანოზი შეწყვეტს თუ არა შიმშილობას.

„მან შიმშილობა გამოაცხადა გამომდინარე იქიდან, რომ მას სათანადო მკურნალობა არ უტარდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ის ითხოვს,რომ ერთხელ და სამუდამოდ მოხდეს მისი გამოჯანმრთელება და ფეხზე დადგომა რომ  შეძლოს მატროსოვის ციხეში დაბრუნება, რაზეც გამოაცხადა შიმშილობა. სახალხო დამცველი არის შესული და ახლა მიიღება გადაწყვეტილება ჩემი ძმა შეწყვეტს თუ არა შიმშილობას და ის გააკონტროლებს მის ჯანმრთელობას. რაც შეეხება იმ მტკიცებულებებს, რა მტკიცებულებებზეც ვსაუბრობდით, მინდა ვთქვა, რომ საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება ყველა იმ პრობლემასთან დაკავშირებით მტკიცებულებები, რა პრობლემებიც საპატრიარქოში არსებობს, რომელიც შეეხება როგორც პედოფილიას, ასევე მამათმავლურ ცოდვებს.  დავიწყებთ ამ დღეებში და ინფორმაციას ეტაპორივად მივაწოდებთ.მაგრამ, აუცილებლად ვაპირებთ, საზოგადოებას მივაწოდოთ უფრო მეტი ინფორმაცია, რა ინფორმაციაც აქამდე არ თქმულა და ეს არ იქნება უბრალოდ ჰაერზე ნათქვამი სიტყვები, ეს იქნება გამყარებული მტკიცებულებებით“, - განაცხადა მამალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. "ციანიდის" საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

დეკანოზს შეწყალების თაობაზე სინოდმა პრეზიდენტთან უშუამდგომლა, თუმცა გიორგი მამალაძე პრეზიდენტის მიერ საშობაოდ შეწყალებულ მსჯავრდებულთა სიაში ვერ მოხდა. სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, დეკანოზმა შიმშილობა დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics