06:07 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-08 15:48:27, 1762 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრმა დამწვრობის ცენტრში ბავშვები მოინახულა

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში ბავშვები მოინახულა და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.  ცენტრში ამაჟამად 7 მოზარდი მკურნალობს, ყველაზე პატარა პაციენტი კი 11 თვისაა. ბავშვებისთვის კლინიკამ ახალი სერვისი დანერგა.  შესაბამისი მკურნალობის გარდა, არასრულწლოვან პაციენტებს, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისებიც მიეწოდებათ.

მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს მდგომარეობაში მყოფი ბავშვების ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ბავშვებს აქვთ ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციის სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა. მსგავსი ტიპის სერვისებს მხარს უჭერენ საერთაშორისო ორგანიზაციები. ჩვენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ იმ კუთხით, რომ ყველა ბავშვისთვის გვქონდეს შესაბამისი სერვისის მიწოდების საშუალება. დამწვრობის ცენტრს მინდა მადლობა გადავუხადო, რადგან ისინი გულწრფელად ზრუნავენ პაციენტებზე და ნამდვილად აწვდიან ხარისხიან სერვისს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ბავშვებში მაღალია ცხელი წყლით და საჭმლით მიღებული დაზიანებები, ამასთანავე ახალი წლის დღეებში, განსაკუთრებით იზრდება პიროტექნიკის გამოყენებისას დაზიანებების მიღების რისკი.

„ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით გაიხსნა. ფსიქოლოგები მუშაობენ როგორც ბავშვებთან, ასევე მათ მშობლებთან. დამწვრობის მიღება საკმაოდ სერიოზული ფსიქოლოგიური ტრამვაა. მსგავსი ტიპის პირველი ცენტრი ჯოენის კლინიკაში გაიხსნა. რეაბილიტაციის ცენტრის გახსნის შედეგად შეიცვალა ჩვენი მუშაობა და მიდგომა პაციენტებთან, მათ მშობლებთან, რამაც ძალიან გაგვიადვილა მუშაობა. მოხარული ვართ, რომ ქალბატონი მინისტრი გვყავდა სტუმრად, ყოველთვის ვგრძნობთ ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერას. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო შობა და ახალი წელი, ამავე დროს უნდა გავაფრთხილო პიროტექნიკასთან დაკავშირებით, რომ ეს არ არის სათამაშო და გასართობი, ერთი შეხედვით ყველაზე უსაფრთხო პიროტექნიკამაც შეიძლება საკმაოდ სერიოზული დაზიანება მოგვაყენოს“,- განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics