06:08 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-07 17:25:52, 1870 ნახვა

საზოგადოება
საშობაო მსვლელობა დასრულდა

პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით საშობაო მსვლელობა გაიმართა.

მსვლელობას წინ სასულიერო პირები და ანგელოზის ფორმაში გამოწყობილი ბავშვები მიუძღვებოდნენ. სასულიერო პირები შემხვედრებს ნაკურთხ წყალს აპკურებდნენ და სარკმეველს აკმევდნენ.

მსვლელობას ერთი ჯგუფი გამოეყო, რომელიც ათონელზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან მივიდა, სადაც მათ საჩუქრები საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გადასცა. მსვლელობის მონაწილეებმა გაიარეს რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი, პუშკინის ქუჩა. მსვლელობაში მონაწილეთა ერთი  ჯგუფი საპატრიარქოში მივიდა, სადაც ისინი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა და  ნობათი გადასცა. ამის შემდეგ მსვლელობა ბარათაშვილის ხიდით ბარათაშვილის ქუჩაზე გაგრძელდა.

მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა, რის შემდეგაც სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს.

ცნობისთვის, საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნეებიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა საქართველოში 2000 წლიდან აღდგა. ეს არის დღე როდესაც ღამისთევის შემდეგ მგალობლები დადიან ქუჩებში და მოსახლეობას ულოცავენ ქრისტეშობის დღეს. მსვლელობის დროს მახარობლები აგროვებენ იმ შემოწირულობას, რასაც ხალხი გადასცემს მათ და ეს შემოწირულობა ურიგდებათ გაჭირვებულ ადამიანებს, მიუსაფარ ბავშვებს და ასევე პატიმრებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics