07:05 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-06 17:30:56, 1079 ნახვა

საზოგადოება
პრემიერ-მინისტრმა მთის კურორტებზე წყალმომარაგების შეფერხებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო ჯგუფის წევრებთან საგანგებო შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთის კურორტებზე წყალმომარაგების შეფერხების უმოკლეს ვადებში აღმოსაფხვრელად საკოორდინაციო ჯგუფის საგანგებო შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურთან შეხვედრაზე წყალმომარაგების კუთხით შექმნილი პრობლემის გამომწვევი მიზეზები და ის ნაბიჯები განიხილეს, რომელსაც შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები პრობლემის დაფიქსირების პირველივე წუთებიდან დგამენ.

„სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წყალი შეფერხებით გუდაურში მხოლოდ „რედკოს" კომპლექსს, ხოლო ბაკურიანის დაახლოებით 10%-ს მიეწოდება, რის აღმოსაფხვრელადაც მუშაობა ინტენსიურად, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა განმარტებით, პრობლემა გამოიწვია უმეტესად მშრალმა, უნალექო კლიმატმა, რის შედეგაც წყლის რესურსი მკვეთრად შემცირდა. ასევე სწორედ წყლის არასაკმარისი რესურსის გამო ვერ მოხერხდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის ამუშავებაც.

საკოორდინაციო ჯგუფის ინფორმაციით, ზამთრის კურორტებზე, პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სამოქმედო გეგმის  განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია საცობების პრობლემა, ასევე - საგზაო ინფრასტრუქტურა  - დასრულებულია შემოვლითი გზის მშენებლობა, წრიული გზის რეაბილიტაცია და შექმნილია დამატებითი საპარკინგე სივრცეები.

შეხვედრის დასრულებისთანავე შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები კვლავ ადგილზე, ბაკურიანსა და გუდაურში გაემგზავრნენ, სადაც კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ, რათა შესაძლო ხარვეზები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics