07:13 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-04 11:47:00, 2291 ნახვა

საზოგადოება
თბილისსა და რეგიონებში გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

დედაქალაქსა და რეგიონებში გრიპის ვირუსით ინფიფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, დეკემბრის ბოლო კვირაში გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა ექიმისთვის მიმართვიანობა წინა წლის ანალოგიოურ პერიოდთან შედარებით ცოტათი გაზრდილია, თუმცა ჰოსპიტალიზაცია ორჯერ ნაკლები იყო.

„დეკემბრის ბოლო კვირაში მიმართვიანობა იყო 312 ასი ათას მოსახლეზე, რაც ცოტათი მეტია, ვიდრე იყო შარშან დეკემბერში, მაგრამ ჰოსპიტალიზაცია საბედნიეროდ, ორჯერ ნაკლები იყო შარშანდელთან შედარებით. შემთხვევები ალბათ, ამ კვირიდან მოიკლებს და შემდგომი მატება შეიძლება იყოს თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

გრიპისმაგვარი შემთხვევების რაოდენობამ  რეგიონებშიც იმატა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის თქმით, აღნიშნული მატება საგანგაშო არ არის და სიტუაცია კონტროლირებადია.

„უკანასკნელი კვირის მონაცემებით, გრიპისმაგვარი შემთხვევების რაოდენობამ იმატა, რაც იყო მოსალოდნელი და დამახასიათებელი გრიპის სეზონისთვის. თითქმის ორჯერადი მატება გვაქვს წინა კვირის მონაცემებთან შედარებით, მაგრამ იმაზე ნაკლებია მონაცემი, ვიდრე იყო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ეს არ არის საგანგაშო, არ არის შემაშფოთებელი, არის სტაბილური. შემთხვევათა რაოდენობამ შესაძლოა მომდევნო პერიოდში ისევ იმატოს და ესეც იქნება პროგნოზული მატება. სიტუაცია ნამდვილად არის კონტროლირებადი. მოსახლეობას ვთხოვთ, რომ დროულად მიმართონ ოჯახის ექიმებს“,- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics