|
2019-12-30 17:17:33, 4567 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - 2019 წელს პირდაპირი ფრენების გეოგრაფიის მნიშვნელოვან ზრდას შევუწყეთ ხელი
„2019 წელს პირდაპირი ფრენების გეოგრაფიის მართლაც უპრეცედენტო ზრდას შევუწყეთ ხელი. ევროპული მიმართულებების ტურისტული ნაკადები 25%-ით არის გაზრდილი“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის წლის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განსაკუთრებით საამაყოა, რომ დაბალბიუჯეტიანი, ცნობილი დიდი კომპანიები ზრდიან საქართველოში პირდაპირ ფრენებს, ან ქვეყნის ბაზარზე შემოდიან. „ეს არის სწორედ იმის საფუძველი, რომ რეკორდულად მაღალი ზრდა გვაქვს იგივე გერმანიიდან, პოლონეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან შემოსული ტურისტების. ასევე გაიზარდა შიდა ტურისტული ვიზიტების რაოდენობაც, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, ყოველივე ამის შედეგად ბევრ უცხოელ სტუმარს შესაძლებლობა მიეცა, იმოგზაუროს საქართველოში მთელი წლის განმავლობაში და განსაკუთრებით, კომფორტულად დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მეშვეობით. „ასევე ჩვენს მოქალაქეებსაც აქვთ საშუალება, შეღავათიანად იმოგზაურონ, მათ შორის, საშობაო არდადეგები უცხო ქვეყნებში გაატარონ“, - განაცხადა ნათია თურნავამ. პრეზენტაციას დაესწრნენ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ასევე მთავრობის სხვა წევრები, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)