|
2019-12-30 14:17:06, 1784 ნახვა
საზოგადოება
ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. 31 დეკემბრის 23:00-დან 1 იანვრის 04:00 საათამდე, 76 მარშრუტზე 160 ერთეული ავტობუსი, საშუალოდ 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. ტრანსპორტი მგზავრებს სადღესასწაულო ღონისძიების ადგილამდე - პირველი რესპუბლიკის მოედნამდე, ასევე, მეტროსადგურებამდე და ცენტრალურ სატრანსპორტო კვანძებამდე გადაიყვანს. გარდა ამისა, 31 დეკემბერს, თბილისის მეტროს და საბაგირო „რიყე-ნარიყალას“ სამუშაო საათები გახანგრძლივდება და მგზავრებს უფასოდ გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ. ამ რეჟიმში თბილისის მეტრო 31 დეკემბრის 23:00-დან პირველი იანვრის 04:00 საათამდე, ხოლო საბაგირო - 03:00 საათამდე. თბილისის მეტრო გახანგრძლივებული გრაფიკით იმუშავებს შობის ღამესაც და მგზავრებს 04:00 საათამდე მოემსახურება. დედაქალაქის მოსახლეობას ახალი წლის ღამეს ავტობუსების შემდეგი ნომრები მოემსახურება: N1, N2, N3, N4, N6, N7, N8, N10, N11, N12, N13, N14, N15, N18, N19, N20, N22, N23, N25, N27, N28, N30, N31, N34, N36, N37, N39, N40, N41, N42, N43, N44, N45, N47, N48, N49, N52, N53, N55, N56, N58, N59, N60, N62, N63, N66, N68, N70, N71, N73, N74, N75, N76, N77, N78, N79, N80, N82, N84, N87, N88, N90, N91, N95, N99, N101, N103, N104, N106, N108, N109, N110, N112, N121, N122 და N140.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)