09:47 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-28 16:22:46, 3859 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე - ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ ოკუპაციის პროცესი განსხვავებულ პოზიციაში გადავიდა

„იმ ფაქტით, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდა არ უნდა დავიმშვიდოთ თავი, რადგან ეს არ ნიშნავს, რომ ოკუპაციის პროცესი რაიმე განსხვავებულ პოზიციაში გადავიდა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენრის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვიდრე რუსეთის ფედერაციის ჯარისკაცები საქართველოს მიწაზე უკანონოდ რჩებიან, კონკრეტულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებები ამ მოცემულობას ვერ შეცვლის.

„იმ ფაქტით,რომ ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდა არ უნდა დავიმშვიდოთ თავი. ეს არ ნიშნავს, რომ ოკუპაციის პროცესი რაიმე განსხვავებულ პოზიციაში გადავიდა. სანამ რუსეთის ფედერაციის ჯარისკაცები რჩებიან საქართველოს მიწაზე უკანონოდ და სანამ ოკუპაცია გრძელდება, რა თქმა უნდა, კონკრეტულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებები ამ მოცემულობას ვერ შეცვლის. ოკუპაცია გრძელდება. გადასასვლელი პუნქტების დაკეტვა თუ მათი გაღება, ადამიანების უკანონოდ დაპატიმრება კვლავ რჩება პრობლემად და ეს არის რეალურად, ოკუპაციის საერთო სურათი. ორივე რეგიონში ჩვენ ვხედავთ ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა. საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავა. ოკუპანტები ექიმს ე.წ საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებდა. 20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics