|
2019-12-28 15:00:23, 2999 ნახვა
კომენტარი
ჩიქოვანი - ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობით ეს შედეგი დადგა
აბსოლუტურად ჩვენი ყველა საერთაშორისო მეგობარი, საერთაშორისო ინსტიტუცია იყო ამ თემაში ჩართული და რა თმა უნდა მათი ძალისხმევით და იმ კოორდინირებული მუშაობით, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებში იყო, ეს შედეგი დადგა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა ხელისუფლებას ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახთან და მუდმივად აწვდიდა ინფორმაციას იმ მოქმედებების შესახებ, რასაც სახელმწიფო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად აკეთებდა. „დღეს ბატონი ვაჟა გათავისუფლდა. ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა და დარწმუნებული ვარ ყველა ქართველისთვის სასიხარულო ამბავი. რა თქმა უნდა პირველივე დღიდან, როდესაც დაიწყო ბატონი ვაჟას უკანონოდ ტუსაღობა, ჩვენ სახელმწიფო უწყებები ყველა მიმართულებით ვიყავით ჩართულები, აბსოლუტურად ჩვენი ყველა საერთაშორისო მეგობარი, საერთაშორისო ინსტიტუცია იყო ამ თემაში ჩართული და რა თქმა უნდა მათი ძალისხმევით და იმ კოორდინირებული მუშაობით, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებში იყო, ეს შედეგი დადგა. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ გვქონდა ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია ოჯახთან და ოჯახი მუდმივად იყო ინფორმირებული იმ მოქმედებებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებდით. ეს შედეგი არის ყველასთვის სასიხარულო და ძალიან მისასალმებელია, რომ ბატონი ვაჟა ახალ წელს გაატარებს საკუთარ ოჯახთან ერთად. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ ვამბობთ იმას, რომ მაშინ როდესაც ასეთი მობილიზებული, ასეთი კოორდინირებული მუშაობა მიმდინარეობდა ბატონი ვაჟას გასათავისუფლებლად, გვხვდებოდა პოლიტიკური ძალები თუ პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც ცდილობდნენ კაპიტალიზაციას და თითქოს სახელმწიფო არაფერს არ აკეთებდა. ეს არის არასწორი მიდგომა, არასწორი პოზიციონირება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვახდინეთ მაქსიმალური მობილიზება, როგორც ადგილობრივი რესურსის ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)