04:10 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-28 12:19:03, 4410 ნახვა

რეგიონი
მაღალმთიან აჭარაში ისტორიული პროექტი განხორციელდა - წელს პირველად კურორტ „გოდერძიზე“ გაზი აინთება

სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი,წელს პირველად, ბუნებრივ გაზს ახლადაშენებული მაგისტრალური გაზსადენის საშუალებით მიიღებს.

მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში, "ადიგენი-გოდერძის" მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა აჭარის მთავრობამ და ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, ერთობლივად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,აჭარის მაღალმთიანი რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის განვითარებისთვის, ასევე სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მიზნით განახორციელა.

ადიგენი-გოდერძის" 36 კილომეტრიანი მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა 8 თვეში დასრულდა.

მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი დაახლოებით 11,5 მლნ ლარით დაფინანსდა.

ახლადაშენებულ გაზსადენს, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, უკვე მოქმედ სამხრეთ მიმართულების გაზმომარაგების ქსელთან მიერთებით, მიეცემა „აღმოსავლეთ-დასავლეთის" მიმართულების გაზმომარაგების წრედის შემკვრელის ფუნქცია და აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების მაგისტრალურ გაზსადენზე შესაძლო შეფერხების შემთხვევაში, აჭარის რეგიონის ალტერნატიული გაზმომარაგების წყაროდ იქნება გამოყენებული.

კურორტის გაზიფიცირების პროექტის სამუშაოებში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია იყო ჩართული.

გაზიფიცირების პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "ჯი-პი-სიმ" და "აჭარ ინვესტი 2009" -მ განახორციელა. გაზსადენის სამშენებლო სამუშაოებზე 120 ადამიანი იყო დასაქმებული.

ამ დროისთვის, პრალალელურად, აჭარის გაზიფიცირების ისტორიული პროექტი, მაღალმთიანი აჭარის სრულად გაზიფიცირებისთვის ინტენსიურად მიმდინარეობს.

აჭარის მთავრობის ინიციატივით გაზიფიცირების მიმდინარე პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა პირველი ეტაპი, რომლითაც სალიბაურიდან-ხიჭაურამდე 63 კმ მონაკვეთზე გაზსადენის მილების მონტაჟი განხორციელდა.

ამ დროისთვის დასკვნით ეტაპზეა მეორე ეტაპის სამუშაოები, რაც შუახევიდან-გოდერძიმდე 56 კმ გაზსადენის მილების მოწყობას ითვალისწინებს. მეორე ეტაპზე 15 200 აბონენტის გაზიფიცირება მოხდება. ამ დროისთვის სამუშაოები 22 კმ-ზე უკვე დასრულებულია. სამუშაოებში 180 ადამიანია დასაქმებული. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics