|
2019-12-27 14:19:36, 2619 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე: ველოდები, როდის დაიბარებენ გახარიას სასამართლოში
„ივანიშვილი სასამართლოს პოლიტიკური დავალებების შესასრულებლად იყენებს“, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაძარაძემ განაცხადა. ხაზარაძის თქმით, ის ელოდება როდის დაიბარებენ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სასამართლოში ე.წ მუქარის წერილთან დაკავშირებით. „ეს ის სასამართლო და პროკურატურაა, ის მოსამართლეები და პროკურორები არიან, რომელიც ივანიშვილმა სააკაშვილისაგან გადმოიბარა, მოირგო და პოლიტიკური დავალებების შესასრულებლად იყენებს. მე ველოდები, როდის დაიბარებენ გახარიას სასამართლოში, რომელმაც ერთი წლის წინ, მუქარის შემცველი წერილი გადმოგვცა. ერთი წელი გავიდა იმ მომენტიდან, რაც მან საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე, ბიძინა ივანიშვილის კარნახით ან დაწერით, გადმოგვცა მუქარის წერილი, რომელიც ერთი წელია ჰაერშია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩავაბარეთ დედანიც, ჩავაბარეთ ინგლისში გაკეთებული ანალიზებიც და ა.შ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 4 მარტს, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ იმ დროინდელი შს მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო: „წერილი მოწერილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან. მე მინდა, რომ არ აღმოვჩნდე იმ სიტუაციაში, რომ წერილებით დავიწყო სირბილი მედიის და ჟურნალისტების წინაშე. ეს იყო მუქარის შემცველი წერილი რაღაცის შესრულების საფასურად, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ და არც გავაკეთებთ“. თავის მხრივ, გახარიამ ხაზარაძისთვის წერილის მიწერის ფაქტი უარყო: „მე მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია და არც გამიგზავნია მამუკა ხაზარაძისთვის რაიმე წერილი. წერტილი!“.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)