23:35 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-27 12:45:19, 1438 ნახვა

ეკონომიკა
გენადი არველაძე: აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ კორეასთან სხვადასხვა მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებზე

„კორეის რესპუბლიკის მთავრობასთან განვიხილავთ ორი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებს, მათ შორის ერთ-ერთი მიმართულება არის ინვესტიციები და ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ შეთანხმებაზე, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოსა და კორეას შორის ინვესტიციების ორმხრივ ხელშეწყობას" - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ სეულში განაცხადა, სადაც ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

ქართულმა დელეგაციამ, რომელსაც გენადი არველაძე ხელმძღვანელობდა,  კორეულ მხარესთან მოლაპარაკების პირველი რაუნდი გამართა „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების ორმხრივი ხელშეწყობის შესახებ" შეთანხმების ტექსტთან დაკავშირებით. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს და შეაჯერეს შეთანხმების პროექტის სხვადასხვა მუხლები და დებულებები.
„მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი მხარეთა მიერ შეთანხმების მიხედვით იქნება განსაზღვრული" - აღნიშნა არველაძემ.

კორეის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა, მათ შორის ხაზგასასმელია ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომა, რომელიც გენადი არველაძისა და ეკონომიკურ საკითხებში კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის,  იუნ კანგ-ჰიონის თანათავმჯდომარეობით სეულში ჩატარდა. შეხვედრას გენადი არველაძესთან და საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ესწრებოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics