|
2019-12-26 20:15:41, 1160 ნახვა
საზოგადოება
თამარ მეფის სახელობის ხიდის პანდუსის რეაბილიტაცია დასრულდა
თამარ მეფის სახელობის ხიდის პანდუსის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა. დასრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა. თბილისის მერის თქმით, მძიმე მდგომარეობაში არსებული გზის მონაკვეთი დღეისათვის ყველა სტანდარტის დაცვით სრულად რეაბილიტირებულია და მასზე უსაფრთხო გადაადგილებაა შესაძლებელი. „პანდუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და რამდენიმე წუთში უკვე შესაძლებელი იქნება გზის ამ მონაკვეთით სარგებლობა. პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვალა ბურჯები და კოჭები. კვლევამ აჩვენა, რომ ეს კონკრეტული მონაკვეთი იყო მძიმე, შეიძლება ითქვას, სახიფათო მდგომარეობაში. შარშან ერთი პატარა მონაკვეთის რეაბილიტაცია ჩავატარეთ, გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე. დღეისათვის კი სამუშაოები მთლიანად დასრულებულია თავისი გამწვანებით. მოეწყო თარგები, ელექტროგადამცემი კაბელები მიწის ქვეშ განთავსდა, დამონტაჟდა ახალი განათების ბოძები თავისი ლედ სანათებით და კლდის მხატვრული მინათებით. 2 მილიონზე მეტი დაჯდა პროექტის განხორციელება. სამუშაოების წარმოება გარკვეულ დისკომფორტთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს. დღეიდან გადაადგილება უპრობლემოდ არის შესაძლებელი ისე, რომ მძღოლებს არანაირი დაბრკოლება არ შეექმნათ“, - განაცხადა კახა კალაძემ. პანდუსის რეაბილიტაცია ითვალისწინებდა კოჭების შეცვლას, ბურჯის თავების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილისა და ტროტუარის მოწყობას, საყრდენი კედლის მშენებლობას, მოაჯირების შეცვლას, თვალამრიდის, ახალი გარე განათების ქსელის და კლდის დეკორატიული მინათების მოწყობას. სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია "კონსტრაქშენ სერვისი" აწარმოებდა. ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად იმყოფებოდნენ საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე და საკრებულოს დეპუტატები.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)