|
2019-12-26 17:49:07, 1202 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლის სერვისებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს სერვისები დაემატა
დღეიდან იუსტიციის სახლის 14 ფილიალის (ბათუმი, მარნეული, სენაკი, მარტვილი, ფოთი, ზუგდიდი, ბორჯომი, ახალქალაქი, თელავი, თიანეთი, ლაგოდეხი, ყაზბეგი, ონი, ხონი) და 16 საზოგადოებრივი ცენტრის შემდეგ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ყველა სერვისი თბილისის იუსტიციის სახლშიც იქნება ხელმისაწვდომი. ინიციატივა ვიცეპრემიერს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, ეკუთვნის. ახალი სერვისების პრეზენტაცია თბილისის იუსტიციის სახლში გაიმართა. პრობაციის ოფიცრების იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში ინტეგრირების შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრმა ყოფილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემების იუსტიციის სამინისტროს სისტემასთან გაერთიანების შემდეგ მიიღო. ეს პრობაციონერებს საშუალებას მისცემს, მათთვის საჭირო სერვისისათვის ისევე მიმართონ იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს, როგორც ამას ნებისმიერი სხვა მოქალაქე აკეთებს, რომელიც პრობაციონერი არ არის და პასპორტის ან დაბადების მოწმობის აღება სურს. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რადგან სახელმწიფო ამით მისცემს შესაძლებლობას პრობაციონერს, მიიღოს საჭირო სერვისები სხვა მოქალაქეებთან ერთად ერთსა და იმავე სივრცეში, ყოველგვარი ფსიქოლოგიური დისკომფორტისა და სტიგმის გარეშე, რაც, თავის მხრივ, ყოფილი პატიმრისა და პირობით მსჯავრდებულის რესოციალიზაციას უწყობს ხელს. საქართველოს მასშტაბით, იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში სერვისების ინტეგრირებისთვის საჭირო სამუშაოების განხორციელება 2019 წლის ივლისში დაიწყო. პროცესი უკვე დასრულდა როგორც პროგრამული უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსის გადამზადების, ისე საჭირო პროცედურებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულებით. პრობაციის ეროვნული სააგენტოს სერვისები ამიერიდან საქართველოს იუსტიციის სახლის 23-ვე ფილიალში არის ხელმისაწვდომი. თბილისის იუსტიციის სახლში დღეს ბენეფიციარების მომსახურებისათვის გახსნილი, თითის ანაბეჭდის (დაქტილოსკოპია) აღებისათვის საჭირო ტექნიკით აღჭურვილი სივრცის პრეზენტაცია გაიმართა. დაქტილოსკოპიის გარდა, ყველა იუსტიციის სახლში ბენეფიციარებს, ასევე, მიეწოდებათ პრობაციის ეროვნული სააგენტოს 10-ზე მეტი სერვისი (მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა; მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაგრძელება; მსჯავრდებულის პრობაციის ბიუროში გამოცხადებაზე შეღავათით სარგებლობა; მსჯავრდებულის დროებით სარეგისტრაციო ნებართვის მიღება და სხვ.). დღემდე პრობაციის ოფიცრები მოსახლეობას 16 საზოგადოებრივ ცენტრსა (ლენტეხი, ამბროლაური, საჩხერე, ტყიბული, შუახევი, ქობულეთი, ქედა, ხულო, დუშეთი, წნორი, წალკა, ადიგენი, ცაგერი, დმანისი, თეთრიწყარო, გლდანი) და იუსტიციის სახლის 14 ფილიალში (ბათუმი, მარნეული, სენაკი, მარტვილი, ფოთი, ზუგდიდი, ბორჯომი, ახალქალაქი, თელავი, თიანეთი, ლაგოდეხი, ყაზბეგი, ონი, ხონი) ემსახურებოდნენ; ამიერიდან კი, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სერვისები თბილისის იუსტიციის სახლშიც იქნება ხელმისაწვდომი. ამ დრომდე თბილისში პრობაციის ეროვნული სააგენტოს სერვისები სააგენტოს ცენტრალურ ოფისსა (თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №42) და გლდანის საზოგადოებრივ ცენტრში გაიცემოდა, და კვლავაც გაიცემა. იუსტიციის სახლში სხვა უწყებების არაერთი სერვისის დანერგვის მიზანია, გაუმჯობესდეს მოქალაქეების სერვისებზე ხელმისაწვდომობა და მომსახურების ხარისხი. იუსტიციის სახლში ახალი სერვისის პრეზენტაციას ესწრებოდნენ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი სოსო გიორგაძე და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი თათია ხოჭოლავა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)