09:24 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-26 17:34:12, 1253 ნახვა

საზოგადოება
„არ დავთმობთ თავისუფალ მედიას“ - „ტვ პირველთან", მოძრაობა „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ

მოძრაობა „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრები ტელეკომპანია „ტვ პირველთან“, საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები ტელეკომპანიაზე ინკასოს დადებას აპროტესტებენ და ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებენ.

სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად აქციაზე „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარიაც მივიდა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ყოველთვის სრულ მზადყოფნაში არიან თავისუფალი სიტყვისა და მედიის დასაცავად.

„ჩვენი პროტესტის მიზეზი არის ის საგანგაშო მდგომარეობა, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში. ივანიშვილი და მისი რეჟიმი ებრძვის თავისუფალ მედიას. მორიგი ტალღა როგორც მოსალოდნელი იყო სადღესასწაულო დღეებში დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა. ამ ეტაპზე, „ტვ პირველი“ მთავარი სამიზნეა „კავკასიასთან“ ერთად და როგორც ჩანს „რუსთავი 2“-ც აღმოჩნდა ამ სიაში. ის, რაც გვაკავებს ევროპულ ორბიტასთან მიმავალ გზაზე არის თავისუფალი მედია და ზუსტად ამიტომაც იბრძვის ბიძინა ივანიშვილი, რომ რაც შეიძლება სწრაფად გააჩუმოს თავისუფალი სიტყვა. ეს პროტესტი არის პირველი ტალღა ჩვენი აქტიურობის და ვფიქრობთ, რომ „ტვ პირველი“ განსაკუთრებით უნდა იყოს ძლიერი მაშინ, როცა ხელისუფლება ერთამენეთის მიყოლებით ცდილობს ტელეკომპანიების დახურვას“, - განაცხადა მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრმა გიგა მაქარაშვილმა.

სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა და პოლიტიკოსებმა დღეს საპროტესტო აქცია  ტელეკომპანია „კავკასიასთანაც“ გამართეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ფინანსთა სამინისტრომ ტელეკომპანიების: „რუსთავი 2“, „ტვ პირველი“ და „კავკასია“ ანგარიშებს ინსკასო დაადო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics